16:47 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 16:02:43, 750 ნახვა

საზოგადოება
„ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, გამწვანების აქცია და ფილმის ჩვენება გაიმართა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, „ევროპის მობილობის კვირეულის“ ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩა N25-ის მიმდებარედ არსებულ თარგებში გამწვანების აქცია ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მოსწავლეებმა მიიღეს. აქციის მონაწილეებს შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დაეხმარნენ.

„გარდა ამისა, მიცკევიჩის ქუჩაზე, ღია ცის ქვეშ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „ენერგოეფექტურობა ძველი თბილისის არქიტექტურაში“ ჩვენება გაიმართა, ასევე, განთავსდა მერების შეთანხმების ინიციატივის საინფორმაციო სტენდები.

აღნიშნულ ღონისძიებებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, საბურთალოს რაიონიზ გამგებელთან, გიზო ვასაძესთან ერთად დაესწრნენ.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ენერგოეფექტურობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლევის მიზნით, ევროპის მობილობის კვირეულს შეუერთდა. დედაქალაქი 16-22 სექტემბერს „ევროპის მობილობის კვირეულს“ უმასპინძლებს, რომელსაც თბილისი მესამედ უერთდება. წლევანდელი კვირეულის თემაა „დაზოგე ენერგია“, ხოლო ღონისძიების მიზანი სხვადასხვა აქტივობის საშუალებით, მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics