|
2023-09-16 12:41:51, 789 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში 755 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის მოსახლეობას არახლოს რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არახლოს სარწყავი არხის რეაბილიტაცია განახორციელა. "ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მუხრანას, ბალახაურის, ნახიდურისა და ხიდისყურის 755 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა. პროექტის ფარგლებში, არხის 4,2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო წყალგამშვები ნაგებობები, გაკეთდა საფეხმავლო და სამანქანო გადასასვლელები. სამუშაოების ღირებულება 1 670 000 ლარია. საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. დღეისათვის ქვემო ქართლში 30 მლნ ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 500 ჰექტარზე გაუმჯობესდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)