|
2023-09-14 11:27:54, 745 ნახვა
საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩაზე დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა და მოძრაობა ცალმხრივი გახდება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე - ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან, ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ცვლილება 15 სექტემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ტაშკენტის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის, დავით გამრეკელისა და არჩილ ცაგარელის ქუჩების გამოყენებით. "რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N347 ავტობუსი ნუცუბიძის I პლატოდან სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებზე აღარ გადაადგილდება. კერძოდ, ავტობუსი სვლას კვლავ ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებს, რის შემდეგაც, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი დადგენილი სქემით იმოძრავებს. N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, იონა ვაკელის ქუჩიდან გაივლის ტანძიის ქუჩას, მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, რის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირზე და გამრეკელის ქუჩით სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)