21:16 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 11:30:40, 829 ნახვა

საზოგადოება
შსს - მაშველებმა სოფელ ჯუმათში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაკარგული 2 პირის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის ძებნის ღონისძიება მიმდინარეობდა, დღეს დილით გაავრცელა.

აღსანიშნავია ასევე, რომ მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოძრაობა შეიზღუდა  შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზეც, სადაც შვავი ჩამოვიდა. 

სტიქიის შედეგებს ებრძვიან ქობულეთშიც, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics