|
2023-09-07 16:10:06, 741 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მიზანმიმართული კამპანიაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანო
ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გლდანის პირველ მიკრორაიონში მიმდინარე ერთ-ერთი მშენებლობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერია არ გასცემს ისეთ ნებართვებს და არ ახორციელებს ისეთ განაშენიანებას, რაც შეიძლება ქალაქის ხვალინდელი დღისთვის დამაზიანებელი იყოს. „მე არ ვიცნობ აღნიშნული მშენებლობის შესახებ დეტალებს. გამიჭირდება ამაზე საუბარი, თუმცა გულწრფელად შეგიძლიათ გითხრათ ერთი რამ - სამშენებლო ნებართვა, რომელიც გაიცემა ჩვენი შესაბამისი სამსახურების მხრიდან, ყველა არის კანონიერი და ჯდება მოთხოვნებში. აქაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სუფთად და კანონიერად მიმდინარეობს. სისულელეა იმაზე საუბარი, რომ ამ კომპანიას ვინმე მფარველობს. ტენდენციაა, რომ მშენებლობებს შეუტიონ, ქვეყნის განვითარება, ქალაქის აღმშენებლობა დააზიანონ. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რასაც ზოგი გამორჩენის მიზნით აკეთებს, რომ ინვესტორთან მივიდეს და ფული გამოსძალოს. ქალაქის აღმშენებლობა, განვითარება, მშენებლობები, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება და ამ ქალაქის ურბანული ინტერესები დაცული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)