|
2023-09-07 15:45:00, 720 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაიბრუნა, სადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. „მზიურის პარკში, იმ არეალში, რომელიც მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სივრცე კერძო საკუთრება იყო და თბილისელებს მივეცით პირობა, რომ ეს ტერიტორია დედაქალაქს დაუბრუნდებოდა. მიხარია, რომ მიმდინარეობს აღნიშნული სივრცის მოწესრიგების, გამწვანების სამუშაოები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა იმისთვის, რომ პარკის ტერიტორია კიდევ უფრო გაფართოვდეს. დაახლოებით, 2,5 ჰექტარი დაემატება „მზიურის“ პარკს, სადაც მოეწყობა სატრენაჟორო სივრცე, ცხოველების სასეირნო ზონა, საპიკნიკე არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე უკვე დაირგო 858 ძირი ხე, 1 553 ბუჩქი და 3 050 ბალახოვანი მცენარე, ასევე, 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება, ხოლო 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ბალახი. სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერთან ერთად ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)