22:39 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 11:48:01, 523 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა

აღმაშენებლის გამზირზე არსებული 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო შვიდ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული. 

„აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებას წარუდგინა ფოტომასალა, როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული სივრცე დემონტაჟამდე და ამჟამად რა მდგომარეობაა ტერიტორიაზე.

„ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. მუნიციპალიტეტისგან შესაბამის ნებართვას ყველა მოქმედი ობიექტი მიიღებს, თუ დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს. კერძოდ, ღია საკვები ობიექტის დიზაინი უნდა იყოს სადა და ისტორიული  თბილისის იერსახის შესაფერისი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისთვის, ხოლო მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, აღნიშნული კაფეების მეპატრონეებს თანამშრომლობისა და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის მადლობა გადავუხადო. არანაირი ძალის გამოყენება არ გახდა საჭირო. მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ არსებობს ნდობა ჩვენს შორის. აქვე გიდასტურებთ მზაობას, დაგეხმარებით, რომ ყველაფერი სწორად და კანონიერად გავაკეთოთ, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ვუხდი მადლობას სამუშაოსთვის, რაც გასწიეს აღნიშნული სივრცის მოსაწესრიგებლად“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics