|
2023-09-06 10:25:30, 998 ნახვა
საზოგადოება
თეატრი სახელოსნო 42 მაყურებელს მალე უმასპინძლებს - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
SOLO კულტურისა და ხელოვნების სფეროს მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, SOLO ახალი თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია. მსახიობებისთვის და რეჟისორებისთვის თვითგამოხატვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, თეატრალური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად და ახალი თეატრალური გამოცდილების შესათავაზებლად, თეატრი სახელოსნო 42 მაყურებლისთვის კარს სულ მალე გახსნის. თეატრის ხელმძღვანელი ლევან წულაძეა. თეატრი სახელოსნო 42-ის კონცეფციის თანახმად, თეატრი სრულიად დამოუკიდებელია და ის სხვადასხვა რეჟისორებსა თუ სამსახიობო დასებს უმასპინძლებს. პირველი სპექტაკლი, რომლითაც თეატრი სახელოსნო 42 მაყურებლის წინაშე წარდგება, „ოტელო“ იქნება. „ოტელოს“ პრემიერა 25 სექტემბერს შედგება. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ონლაინ (biletebi.ge, tkt.ge) არის შესაძლებელი. საინტერესოა, რომ ახალი თეატრი, ახალი კონცეფციით მაყურებელს არატრადიციულ გარემოში - ყოფილი კოკა-კოლის ქარხნის ტერიტორიაზე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ SOLO | Visa ბარათით გადახდისას სპექტაკლზე დასასწრებ ბილეთებზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. მომავალ სპექტაკლებზე კი SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, თეატრის ბილეთები წინასწარ შეიძინონ.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)