22:16 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 12:04:54, 754 ნახვა

მსოფლიო
მედია - ზელენსკი საბერძნეთში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში გაემგზავრა, სადაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად სამიტს დაესწრება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ასევე დაესწრება არაფორმალურ ვახშამ, რომელსაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი უმასპინძლებს.

მედიის ცნობითვე, ღონისძიებას დაესწრებიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერები, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით შვედეთში, ნიდერლანდებში და დანიაში ჩავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics