22:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 10:48:08, 871 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ICC-ის პროკურორი​, ბრიტანეთის კულტურის მინისტრი და 14 ჟურნალისტი შავ სიაში შეიყვანა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრი ლუსი ფრეიზერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანაბელ გოლდი, ბრიტანელი ჟურნალისტები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, შავ სიაში BBC-ის, Telegraph-ისა და Guardian-ის 14 ჟურნალისტია შეყვანილი. ამასთან საერთო ჯამში სიაში დიდი ბრიტანეთის 54 მოქალაქე მოხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრს, ლუსი ფრეიზერს სანქციები იმის გამო დაუწესდა, რომ ის ლობირებს რუსი სპორტსმენების საერთაშორისო ღონისძიებებზე არდაშვებას, ხოლო თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ანაბელ გოლდის იმისთვის, რომ ის პასუხისმგებელია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაზე.

ამასთან, ჰააგის სასამართლოს პროკურორს, ბრიტანეთის მოქალაქე კარიმ ხანი, რუსეთმა „შავ სიაში“ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემისთის შეიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics