22:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 14:53:10, 995 ნახვა

მსოფლიო
კულება - სტოლტენბერგის პოზიცია ზუსტად ისეთია, როგორიც უკრაინის - ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატოს წევრობის სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ტერიტორიებით ვაჭრობის საკითხი არ განიხილება.

კულებას თქმით, სტიან იენსენი და იენს სტოლტენბერგი ორი სხვადასხვა ადამიანია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის პოზიცია ნათელია და "ზუსტად ისეთი, როგორიც უკრაინას აქვს".

"ნატოს გენერალური მდივანი და მისი შტაბის უფროსი ორი განსხვავებული ადამიანია... პრეზიდენტი (ვოლოდიმირ ზელენსკი) არაერთხელ დაუკავშირდა გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. მეც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მასთან. გარწმუნებთ, რომ პოზიცია გენერალური მდივნის აბსოლუტურად ნათელია და ზუსტად ისეთი, როგორიც უკრაინას აქვს: უკრაინის ტერიტორიებით ვაჭრობა არ განიხილება",- აცხადებს კულება. 

ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს.

სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია.

მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა.

საკითხს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე, უარყო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics