|
2023-08-16 15:21:59, 1109 ნახვა
მსოფლიო
ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა
ჰავაიზე, კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 101-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის გუბერნატორი, ჯოშ გრინი ავრცელებს. მისი თქმით, მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან ადგილზე სამძებრო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. გუბერნატორის თქმითვე, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია. სტიქიამ გაანადგურა ქალაქი ლაჰაინა. 2 200 შენობა, ძირითადად საცხოვრებელი კორპუსები, ასევე დაიწვა 850 ჰექტარი მიწა. საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს შეფასებით, ლაჰაინას აღდგენა 5,5 მილიარდი დოლარი დაჯდება. ცნობისთვის, კუნძულ მაუიზე ხანძარი ერთი კვირის წინ გაჩნდა. სპეციალისტების შეფასებით, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 100 წლის განმავლობაში მომხდარ ხანძრებს შორის ყველაზე მასშტაბური ხანძარია.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)