23:54 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 17:04:27, 1112 ნახვა

მსოფლიო
32-კვირიანი პროტესტი ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ

თელ-ავივში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ქნესეტის თავმჯდომარესთან, იერუსალიმში, ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პრეზიდენტის რეზიდენციასთან. დემონსტრაციები მთელ ისრაელში გაიმართა.

კოალიციური მთავრობა ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით ამტკიცებს, რომ საჭიროა რეფორმები არჩეულ ოფიციალურ პირებსა და სასამართლო სისტემას შორის ურთიერთობის დასაბალანსებლად. ახალი კანონი ზღუდავს ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ გარკვეული მთავრობის გადაწყვეტილებების სასამართლო განხილვას და კრიტიკოსები მას დემოკრატიის საფრთხედ მიიჩნევენ.

24 ივლისს ისრაელის პარლამენტმა სადავო სასამართლო რეფორმის კანონპროექტი მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიიღო.

კანონპროექტი 64 ხმით 0-ის წინააღმდეგ მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციამ საბოლოო კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა.

ისრაელში უკვე რამდენიმე თვეა რაც სასამართლო რეფორმის ცვლილებას ათიათასობით ადამიანი მთელ ქვეყანაში აპროტესტებს. 

ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics