08:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 09:12:28, 1264 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 247 850-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 247 850-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 აგვისტოს 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 247 850;
  • ​ტანკი - 4 224;
  • ჯავშანტექნიკა - 8 234;
  • საარტილერიო სისტემა - 4 892;
  • სარაკეტო სისტემა - 704;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 465;
  • თვითმფრინავები - 315;
  • ვერტმფრენი - 311;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 077;
  • საკრუიზო რაკეტები - 1 347;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 372;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 721.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics