|
2023-08-02 09:57:38, 1110 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო უწყებაში პოლონეთის ელჩის დაბარების შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის, ბარტოშ ციხოცკის დაბარების შემდეგ, პოლონეთის საგარეო უწყებამ უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი დაიბარა. ამის შესახებ პოლონეთის დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, თუმცა სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ უკრაინის ელჩი პოლონეთში მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროს შტაბ-ბინაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. ცნობისთვის, პოლონეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელის, მარჩინ პშიდიჩის განცხადებების გამო იყო დაბარებული. პშიდიჩმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირების საკითხზე საუბრისას თქვა, რომ უკრაინას დიდი მხარდაჭერა აქვს პოლონეთისგან და რომ ქვეყანამ „უნდა დაიწყოს იმ როლის შეფასება, რომელიც პოლონეთმა ითამაშა უკრაინისთვის ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში“.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)