2023-07-25 16:57:32, 1035 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა [ვიდეო]
საბერძნეთში ტყის ხანძრების ქრობის დროს თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა ათენის მახლობლად, კუნძულ ევიაზე მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა, საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან.
ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, კუნძულ კორფუზე ხანძრის გამო, უკვე 2 500-მდე, ხოლო კუნძულ როდოსზე 19 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,