|
2023-07-24 17:55:39, 1434 ნახვა
მსოფლიო
მწვავე პროტესტის მიუხედავად ისრაელის პარლამენტმა სასამართლო რეფორმის ძირითადი დებულებები მიიღო
მმართველი კოალიციის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ზღუდავს ისრაელის უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებებს. ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, სასამართლო რეფორმამ წარმატებით მიიღო გადამწყვეტი ხმა ქნესეტში. ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების განაწილებასთან დაკავშირებული პირველი და ძირითადი კანონპროექტის მესამე მოსმენით მისაღებად ხმათა საჭირო რაოდენობა მმართველი კოალიციის 64-მა წევრმა უზრუნველყო. ოფიციალურად, არც ერთი წინააღმდეგი ხმა არ დაფიქსირებულა, იტყობინება EFE. კენჭისყრას 56-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავი შეიკავა. პროტესტის ნიშნად პარლამენტარებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. მიღებული კანონპროექტი აუქმებს „გამართლების დოქტრინას“, რომელიც უზენაეს სასამართლოს უფლებას აძლევდა შეეფასებინა მთავრობის გადაწყვეტილებები და გააუქმებინა ისინი. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ ეს ცვლილება აუცილებელია ხელისუფლების შტოების სრული გამიჯვნისთვის. რეფორმის ოპონენტები დოქტრინას უწოდებენ კონტროლისა და ბალანსის სისტემის მნიშვნელოვან ელემენტს, ერთ-ერთ ფუნდამენტურ დემოკრატიულ გარანტიას, რომელიც იცავდა ქვეყანას ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან. მანამდე, ათასობით პროტესტისა და არეულობის ფონზე, პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იძულებული გახდა რეფორმის განხილვა შეეჩერებინა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე თვის შემდეგ ინიციატივა ქნესეტში კენჭისყრაზე დაბრუნდა.
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)