21:27 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 10:33:39, 1016 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საელჩო სანქციებზე - ვაშინგტონის ქმედებები ადასტურებს, რომ მოსკოვის კურსი გამართლებულია

აშშ-ის დესტრუქციული ქმედებები ადასტურებს, რომ რუსეთის კურსი, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, გამართლებულია,- ასე ეხმაურება აშშ-ში რუსეთის საელჩო შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, "რეპრესიების ახალი რაუნდი" მიზნად ისახავს შიდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის პოტენციალის შეზღუდვას.

"მნიშვნელოვანია, რომ რეპრესიების ახალი რაუნდი მიზნად ისახავს შიდა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ენერგეტიკის პოტენციალის შეზღუდვას, ასევე საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე წვდომის გართულებას. თეთრი სახლის დესტრუქციული ქმედებები მხოლოდ ადასტურებს, რომ რუსეთის კურსი, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა, ფინანსური და ტექნოლოგიური სუვერენიტეტი, გამართლებულია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics