09:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 16:09:51, 763 ნახვა

საზოგადოება
„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია ახალ პროექტს იწყებს

„მდგრადი ურბანული მობილობა თბილისში“ - დედაქალაქის მერია გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანი  ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარება, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია გერმანიის განვითარების ბანკის პროექტების მენეჯერთან, რობერტ რუთთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. აღინიშნა, რომ ღონისძიების ერთობლივად განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ჰაერის დაბინძურების ხარისხი და ტრანსპორტის გადაადგილებით გამოწვეული გამონაბოლქვი.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს დედაქალაქში ურბანული სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის მდგრად განვითარებას.

„დედაქალაქის მერიას ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა აქვს დაწყებული. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილებები გარდაუვალი იყო. საუბარია ქალაქში ავტომანქანების რაოდენობაზე. მოხარული ვარ, რომ რეფორმის განხორციელებაში ძალიან ბევრი უწყებაა ჩართული, რადგან ეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის პროექტი არ არის და მასში ყველას ჩართულობა მნიშვნელოვანია. პროგრამის შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, KfW-ს და მის გუნდს. ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არაა, ეს არის კვალიფიციური გუნდი, რომელიც ცოდნის გაუმჯობესებასა და ევროპის საუკეთესო მაგალითების გადმოღებაში გვეხმარება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად, შემუშავდება ინტეგრირებული მულტიდისციპლინური მიდგომაც. კერძოდ, „ჭკვიანი (ITS) სისტემების“ დანერგვით, გათვალისწინებული იქნება მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების საკითხიც.

„მდგრადი ურბანული მობილურობა თბილისში“, რომელიც ხუთწლიანია, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (DKTI) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი, გერმანიის განვითარების ბანკის, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics