|
2023-07-12 14:43:15, 859 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა
სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის, რეგიონული სამსახურებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების 200-ზე მეტ თანამშრომელს კომუნიკაციის უნარების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ტრენინგების მიზანია მეტად ეფექტიანი და მოქნილი გახადოს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამების მონაწილე და პოტენციურ ბენეფიციარებთან კომუნიკაციის სისტემა და გააუმჯობესოს საკონსულტაციო მომსახურების ხარისხი. „ორდღიანი ტრენინგები მოიცავდა ციფრული კომუნიკაციის, სამიზნე სეგმენტის მობილიზებისა და მომსახურების სტანდარტების საკითხებს. აღსანიშნავია, რომ რეგიონული სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში კომუნიკაციის გამართული სისტემა ხელ შეუწყობს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობისა და ქალების ჩართულობის ზრდა სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებში. სწავლება „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების“ პროექტის (RSMEDP) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ხორციელდება Swisscontact (ძირითადი განმახორციელებელი) Mercy Corps და Springfield Center კონსორციუმის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით. პროექტის მიზანია გაიზარდოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების მედეგობა, ფინანსებზე და ბიზნესის მხარდამჭერ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის გზით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)