2023-07-10 15:06:47, 738 ნახვა
საზოგადოება
ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ 3 მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 1 პირი მედცენტრში მოათავსეს, ერთმა კი, კლინიკაში მკურნალობაზე უარი განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,