|
2023-07-10 13:02:23, 975 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire გაიმართა
"თიბისის" მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, თბილისში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire. კონფერენციას 500 - ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მასში მონაწილე IT მენეჯერებმა, ინჟინრებმა და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები და ტრენდები გაუზიარეს. ადგილობრივმა და უცხოელმა სპიკერებმა, 4 ძირითად თემაზე ისაუბრეს: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობდა და წარმოდგენილი იყო საკუთარი სივრცით, სადაც "თიბისის" ტექ გუნდმა, 200 პროფესიონალს საკუთარი DevOps გამოცდილება გაუზიარა. ტექნოლოგიებით დაინტერესებულმა ადამიანებმა ძირითადად ტექნიკური ნაწილი მოისმინეს, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმო. „თიბისი" ტექნოლოგიური კომპანიაა და ჩვენ, ჯგუფის მასშტაბით, ბევრ საინტერესო სიახლეს ვნერგავთ. აღნიშნული კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა, რომ ტექ კომუნას კიდევ ერთხელ გავაცნოთ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენთან. ზოგადად, "თიბისისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური კომუნის განვითარება, რადგან ტექნოლოგიებს შეუძლია პოზიტიური ცვლილებების მოტანა, სწორედ ამიტომ განვაგრძობთ ტექნოლოგიების მხარდაჭერას საქართველოში“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორი. საქართველოში ტექნოლოგიური კონფერენცია, HT Solutions - ის ორგანიზებით 2018 წლიდან ტარდება და მისი მიზანი საქართველოში ტექნოლოგიური კომუნის მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)