|
2023-07-06 17:28:50, 863 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება. ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ მოაწერეს. „ქართული დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ქართულ ენაზე ხელნაწერების და შემდეგ უკვე ბეჭდური გამოცემების შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეროვნული ბიბლიოთეკის დამწერლობის მუზეუმში ეს ისტორია ციფრულად იქნება მოყოლილი. „საქართველოს ბანკი“ კი დამწერლობის მუზეუმის ტექნიკურად აღჭურვას უზრუნველყოფს. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში დამწერლობის მუზეუმისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, რომლის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს, განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას ასახავენ. წარმოდგენილი იქნება ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული დამწერლობის ნიმუშები, ასევე ქართული შრიფტების განვითარების ეტაპები. მუზეუმის სივრცეში ასევე განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც მსოფლიო დამწერლობის ისტორიას გაგვაცნობენ“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ამბიციურ, მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი. გვჯერა რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად შექმნილ ამ სივრცეს ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება და ის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და შთამბეჭდავი ადგილი გახდება. „საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)