|
2023-02-17 09:24:06, 1154 ნახვა
მსოფლიო
ოსტინი - შეერთებული შტატები მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას, რათა რეგიონში სამხედრო ვითარება შეინარჩუნოს. „ჩვენ მე-5 მუხლის ერთგული ვართ, თქვენ შეგიძლიათ დადოთ ფსონი ამაზე“, - თქვა ოსტინმა, რითაც მხედველობაში მიიღო ნატო-ს წესდებაში მოყვანილი მოთხოვნა, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა უნდა დაიცვან ერთმანეთი, თავდასხმის შემთხვევაში. ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ლატვია, ლიეტუვასა და ესტონეთში "მუდმივი, როტაციული" სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას. „აშშ მტკიცედ რჩება ჩვენი ბალტიისპირეთის მოკავშირეების თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ერთგული“, - განაცხადა ოსტინმა პრესკონფერენციაზე. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა თქვა, რომ მისი ქვეყანა „მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს მასზე თავდასხმა“. "შეკავება აქ ერთი საკვანძო სიტყვაა. სწორედ ამიტომ გამოდის ნატო ახალი რეგიონული თავდაცვის გეგმებით, რომლებიც იმედია დამტკიცდება ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე", - განაცხადა მინისტრმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)