19:46 - 31 Oct, 2026
|
2023-02-15 16:54:54, 1569 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი - რუსეთი 11 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს
რუსეთი გეგმავს უვიზო რეჟიმის შემოღებას 11 ქვეყანასთან და კიდევ ექვსთან ვიზების გაცემის გამარტივებულ პროცედურას,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, რუსეთი მუშაობს ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე. "ჩვენ ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე. ახლა უკვე დაგეგმილია სრულიად უვიზო მიმოსვლის გაფორმება დაახლოებით თერთმეტ ქვეყანასთან, კიდევ ექვსთან, თუ არ ვცდები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან - გამარტივებული პირობებით. ჩვენ ვმუშაობთ ელექტრონული ვიზების გაცემაზე შეზღუდვების მოხსნაზე, არის 70-მდე ქვეყანა, გარდა არამეგობრული ქვეყნებისა, რომლებმაც შეწყვიტეს ჩვენთვის ვიზების გაცემა გამარტივებული წესით",- განაცხადა ლავროვმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)