|
2023-02-13 09:30:59, 1308 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 34 179-ს მიაღწია,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი 29 605-მდე გაიზარდა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი შეადგენს 4 574-ს, მათ შორის 3 160-ზე მეტი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რაიონებში ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ხოლო სირიის სახელმწიფო მედიის მიხედვით,1 414 დაიღუპა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)