|
2023-02-12 10:51:31, 1603 ნახვა
მსოფლიო
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 28 192-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, თურქეთში მიწისძვრას 24 617 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავულია 80 ათასი მოქალაქე. რაც შეეხება სირიას, ე.წ. თეთრი ჩაფხუტების სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფი ავრცელებს ინფორმაციას რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 575-ია, მათგან 2 167 მოქალაქე სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიღუპა. ქვეყნის სახელმწიფო მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 408 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა. შეგახსენებთ, დამანგრეველი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 6 თებერვალს მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე, ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ამჯერად ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)