|
2023-02-11 21:58:14, 1461 ნახვა
მსოფლიო
თურქეთ-სომხეთის საზღვარი 35 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა ჰუმანიტარული დახმარებისთვის
თურქეთ-სომხეთის საზღვარზე ალიჯანის გამშვები პუნქტი შაბათს გაიხსნა პირველად 35 წლის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით. სომხეთის დახმარება მიწისძვრის ზონაში, რომლის ეპიცენტრი თურქულ კაჰრამანმარაშია უკვე ჩავიდა. სომხეთში შეგროვებული ჰუმანიტარული მარაგი, ხუთ სატვირთო მანქანაზე, სომხური დელეგაციის წევრებთან ერთად, საგუშაგოს გავლით თურქეთში გავიდა. სომხეთის დელეგაციას თურქეთის პროვინცია იგდირში შეიარაღებული ძალების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ დელეგაცია სტიქიის ზონაში გაემგზავრა. თურქეთ-სომხეთის საზღვარზე ალიჯანის გამშვები პუნქტი 1988 წლის მიწისძვრის დროს სომხეთში ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებას გამოიყენებოდა. ამ დროს თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მეშვეობით შეგროვებული დახმარება სომხეთში სტიქიის ზონაში გადაიტანა. თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში, ელჩმა სერდარ კილიჩმა თავის სომეხ კოლეგას რუბენ რუბინიანს Twitter-ზე მადლობა გადაუხადა. „28 კაციანი სამძებრო-სამაშველო ჯგუფისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარდა, დღეს დილით ალიჯანის საგუშაგოზე სომეხი ხალხის მიერ შეგროვებული 100 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (საკვები, მედიკამენტები და წყალი) გადავიდა. დახმარება გაიგზავნა ადიამანის პროვინციაში“, - წერს დიპლომატი. თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მქონე სატვირთოებმა სომხეთ-თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს და სტიქიის ზონისკენ გაემართნენ. "მიხარია, რომ შევძელი დახმარება", - წერს რუბინიანი სოციალურ ქსელში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)