|
2023-02-11 10:14:10, 1499 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნას აპირებს
ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება, კონგრესს პენტაგონის ისტორიაში ყველაზე დიდი თავდაცვითი ბიუჯეტის დამტკიცების მოთხოვნით მიმართოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ საფინანსო საკითხებში, მაიკლ მაკკორდმა გამოცემა Politico-სთან განაცხადა. მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ გამოყოფილი თანხა. წინა წელის თანხასთან შედარებით მეტი იქნება. „ველი, რომ ეს უფრო დიდი თანხა იქნება, ვიდრე კონგრესმა წინა წელს დაამტკიცა”,- განაცხადა მაკკორდმა. ამასან, მუდმივი ცვლილებების გამო, მან უარი თქვა წინადადების დეტალების დაკონკრეტებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ პენტაგონი საბრძოლო მასალის წარმოებაში აპირებს ინვესტირებას, რათა საკუთარი მარაგები შეავსოს და უკრაინას დაეხმაროს. მაკკორდის თქმით, მთავრობა თავდაცვითი ბიუჯეტის საბოლოო თანხის დამტკიცებასთან „ძალიან ახლოს” არის და თეთრი სახლი ამ მაჩვენებელს 2024 წლისთვის ერთიან საბიუჯეტო მოთხოვნაში შეიყვანს, რომლის გამოქვეყნებაც 9 მარტს არის დაგეგმილი. ცნობისთვის, დეკემბერში კანონმდებლებმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის დაფინანსებისთვის $858 მილიარდი გამოყვეს, რომელიც მოიცავდა $817 მილიარდს პენტაგონისთვის და მილიარდობით დოლარს ბირთვული იარაღის განვითარებისთვის ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვა პროგრამების მეშვეობით.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)