19:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 16:30:29, 1604 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანმა თურქეთის 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თურქეთის 10 პროვინციაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,- აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთში მიწისძვრების შედეგად 3 549 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 22 168 დაშავდა.

"10 პროვინცია, სადაც მიწისძვრა მოხდა, გამოვაცხადეთ კატასტროფის ზონად. 

იმისთვის, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უპრობლემოდ განხორციელდეს, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საგანგებო მდგომარეობა 10 პროვინციაში 3 თვით დავაწესოთ, კონსტიტუციის 119-ე მუხლის შესაბამისად“,- განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის თქმითვე, თურქეთი ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფის წინაშე დგას არა მხოლოდ ქვეყნის ისტორიაში, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს ისტორიაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics