19:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-07 15:37:21, 1400 ნახვა

მსოფლიო
WHO - მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდეს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, შესაძლოა, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდეს, მათ შორის 1,4 მილიონი ბავშვი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობითვე, მიწისძვრის შემდეგ ისინი თურქეთში და სირიაში სასწრაფო დახმარებას აგზავნიან.

"თურქეთს აქვს ძლიერი შესაძლებლობები, უპასუხოს კრიზისს, ვინაიდან სირია უკვე ებრძვის მრავალწლიან ჰუმანიტარულ კრიზისს სამოქალაქო ომისა და ქოლერის აფეთქების გამო. ეს კრიზისი ქვეყანაში უკვე არსებულ რამდენიმე კრიზისს დაემატა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ოფიცერმა, ადელჰაიდ მარშანგმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 920-ს გადააჭარბა, დაშავებულია 15 800-ზე მეტი ადამიანი.

გარდა ამისა, სტიქიური მოვლენის  შემდეგ თურქეთში 7 დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მთელი თურქეთის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics