2023-02-07 09:04:45, 658 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9-10 თებერვალს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურ მიიწვია.
აღნიშნულ ინფორმაციას Twitter-ზე ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, - წერს სოციალურ ქსელში ლეიტსი.
შეგახსენებთ, შარლ მიშელი 3 თებერვალს კიევში იმყოფებოდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინა-ევროკავშირის სამიტს დაესწრო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,