|
2023-02-07 02:10:19, 952 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2316-მდე გაიზარდა, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) მიწისძვრებისა და რისკის შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა. „ქაჰრამანმარასში ეპიცენტრით მიწისძვრების შედეგად დაიღუპა 2316 ადამიანი, დაშავდა 13293 ადამიანი“, – განაცხადა მან. დაზიანებულ ტერიტორიებზე სულ 14720 სამძებრო-მაშველი და სამხედრო მოსამსახურე გაგზავნეს, წერს Anadolu. Associated Press, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ ამ მონაცემების გათვალისწინებით, მიწისძვრამ თურქეთსა და სირიაში მთლიანობაში 3400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორშაბათს ღამით, ძლიერმა მიწისძვრამ სამხრეთ თურქეთში და შემდგომმა ექოს შოკებმა გამოიწვია მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ზიანი თურქეთის რამდენიმე პროვინციაში, ისევე როგორც მეზობელ სირიაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)