19:19 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-06 14:42:21, 1967 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში და სირიაში მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში და სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი სულ მცირე 5383-ს შეადგენს. 

სირიის უახლესი შეფასებით, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია აწარმოებს, დაღუპულია 320 ადამიანი. 

შეგახსენებთ, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ​აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე 17,9 კმ სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან დაფიქსირდა.

მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე თურქეთში კიდევ ერთი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსრიდა. სეისმოლოგიის დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო. 

მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.​

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics