19:18 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-02 17:38:35, 956 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ანტირუსული კურსის გამო „მომდევნო უკრაინა“ მოლდოვა გახდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, "მომდევნო უკრაინა" მოლდოვა გახდება.

მისივე თქმით, დასავლეთმა სპეციფიკური მეთოდებით მოახერხა მოლდოვაში დაეყენებინა პრეზიდენტი, რომელსაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, NATO-ში გარბის და მზადაა რუმინეთთან გაერთიანდეს.

მან დასძინა, რომ მოლდოვას მიერ არჩეული გზა, რომ შეუერთდეს სხვადასხვა დასავლურ ალიანსს მოლდოვის ხელისუფლების ანტირუსულ კურსს მოწმობს.

"დასავლეთმა მოახერხა, სპეციფიკური მეთოდებით, რომლებიც შორსაა დემოკრატიულისგან, დაეყენებინა მოლდოვაში პრეზიდენტი, რომელიც გარბის NATO-ში, მას აქვს რუმინეთის მოქალაქეობა და მზადაა, რუმინეთთან გაერთიანდეს და, ზოგადად, მზად არის პრაქტიკულად ყველაფრისთვის." - განაცხადა ლავროვმა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დანიელ ვოდას განმარტებით კი, მოლდოვას აქვს სწრაფვა ალიანსებში გაწევრიანებისკენ, რაც გამოწვეულია ხელისუფლების და მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე. 

დანიელ ვოდამ დასძინა, რომ ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებები, ჩვეული რუსული მუქარის რიტორიკაა.

„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რუსი დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული დიპლომატიის უკვე კარგად ცნობილი მუქარის და რიტორიკის ნაწილია“, - განაცხადა დანიელ ვოდამ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics