08:30 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 11:50:03, 672 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე - ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, „ნაცმოძრაობისთვის" გულწრფელად მემეტებოდა

ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის",- ასე შეაფასა ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა. 

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი, სავარაუდოდ, საკუთარ ამომრჩეველს რევოლუციისთვის მოამზადებს. 

„ვგულშემატკივრობდი ხაბეიშვილს, იმიტომ რომ ის გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის". „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცმევს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან”, - განაცხადა ხუნდაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52,58% აიღო. 

ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვდა.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" ჰქონდა, თუმცა მზად იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ამომრჩეველთა რეგისტრაცია 13 იანვარს დაიწყო. კენჭისყრა კი 28-29 იანვარს გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics