09:21 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 15:39:34, 944 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - კასიანოვის განცხადება არის საფუძველი იმის, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს

ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა კასიანოვმა, ეს არის საფუძველი, რომ პირადად ამ ადამიანის ევაკუაცია მოხდეს საქართველოდან, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესაძლო აღდგენასა და საქართველოდან უკრაინელების ევაკუაციასთან დაკავშირებით უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებას.

ზარქუამ მოუწოდა საქართველოს საგარეო უწყებას, ანდრეი კასიანოვს "დიპლომატიის ანა-ბანა აუხსნას".

"ეს რომ ვუთარგმნოთ უკრაინელ დევნილებს და რომ ვუთხრათ - მე მგონი, ჩვენი დასაცავი გახდება ბატონი კასიანოვი თავისი მოქალაქეებისგან. ამიტომ, მე მოვუწოდებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბარონ ეს პატივცემული და აუხსნან დიპლომატიის ანა-ბანა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

შეგახსენებთ, ანდრეი კასიანოვმა თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის რისკისშემცველი იქნება, რის გამოც კიევი ქვეყნიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას არ გამორიცხავს. 

პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საუბარი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა.

იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics