09:22 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 17:57:01, 805 ნახვა

პოლიტიკა
სოჭის პორტი - აფხაზეთთან და საქართველოსთან გადაზიდვების დაწყებას 2023 წლიდან განვიხილავთ

სოჭის საზღვაო ნავსადგური მოლაპარაკებებს აწარმოებს შავი ზღვის გავლით აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო მიმოსვლაზე,-  ამის შესახებ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-ს  სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმეროვმა განუცხადა.

"ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო ტრანსპორტირება] აფხაზეთსა და საქართველოში [გაიშვება]. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. განზრახვა არის [ტრანსპორტის] დაწყება ამ ზაფხულს", - განაცხადა ვლადიმეროვმა და დასძინა, რომ ტრანსპორტირება სოჭიდან საქართველოში განხორციელდება ბათუმში. .

„ძალიან დიდი მოთხოვნაა საზღვაო სამგზავრო გადაზიდვის ახალი მარშრუტების გახსნის თაობაზე. ჩვენ ვეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, შეძლებისდაგვარად განვითარდეთ ამ მიმართულებით“, - დასძინა ვლადიმიროვმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდებოდა.

იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების უახლოეს პერიოდში აღდგენის იმედი გამოთქვა. 20 იანვარს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა თქვა, რომ საქართველოსთან არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლის, არამედ საქართველო-რუსეთის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც აუცილებელია.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics