|
2023-01-24 09:23:57, 970 ნახვა
პოლიტიკა
მელია კეზერაშვილს - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადროთ?
“საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ - ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს. მელია განმარტავს, თუ რა ვითარებაში გადასცა დავით კეზერაშვილმა მეორადი ავტომობილი პარტიას და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილი მინისტრმა შიდაპარტიულ პროცესებში ჩარევა სცადა, მისთვის ავტომობილის დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა "ის დღემდე ენმ-ის ავტოფარეხში დგას". "ღირსების მქონე საზოგადოებისთვის მართლაც ძნელი მოსასმენია ის ყველაფერი, რასაც საუბრობს და რაზეც მიდის ჩემი კონკურენტის მხარე შიდაპარტიულ არჩევნებში. პრაქტიკულად გადაუკვეთავი აღარ დატოვეს არც ერთი წითელი ხაზი. დღეს “საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე. ვწუხვარ და მეუხერხულება კიდეც ამ თემაზე, რომ ვწერ სტატუსს, მაშინ როცა უზარმაზარი გამოწვევევის წინაშე დგას პარტიაც და ქვეყანაც, მაგრამ პროპაგანდა ასე მუშაობს - დღეს ბევრი ამ თემაზე წერს და სატელევიზიო ეთერებსაც უთმობენ და მე ვალდებული ვარ პირველ რიგში ენმ მხარდამჭერებს ვუთხრა სიმართლე. ავტომობილზე ვწერ მეგობრებო, იმ ავტომობილზე, რითაც პარტიის თავმჯდომარე რამდენიმე თვის განმავლობაში გადაადგილდებოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებმა ჩათვალეს, რომ მჭირდებოდა დაცვა და შესაბამისად დამატებითი ავტომობილი. დაცვას გადავეცი ოჯახის საკუთრებაში მყოფი. მე კი ვსარგებლობდი პარტიის ავტომობილით (Mazerati), რომელიც პარტიას კობა ნაყოფიას თხოვნით, ათხოვა ბატონმა ზაზა ოქუაშვილმა. მახსოვს ამ ნათხოვარმა ავტომობილმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. არც ის იყო ჩემი. დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მიულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა. მას შემდეგ რაც, დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა ჩარეულიყო შიდა პარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება. ბოლოს, ამ თვენახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში. აი, ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ფუთავენ და ავრცელებენ მერაბიშვილი/კეზერაშვილის მხარდამჭერი კოლეგები. ბატონებო, კეზერაშვილის „ნაჩუქარი“ ავტომობილი პარტიის ავტოფარეხშია. დავით კეზერაშვილი - დარჩა რამე, რაც კიდევ შეიძლება იკადრო/თ?" - წერს ნიკა მელია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)