10:27 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-22 13:49:20, 907 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ კეზერაშვილს უნდოდა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, რატომ ხვდება ნაყოფია მას - გვითხრას მელიამ

თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, გვითხრას ნიკა მელიამ - რატომ ხვდება ნაყოფია კეზერაშვილს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებას.

ხაბეიშვილი ნიკა მელიას მიმართავს, რომ განმარტოს, 2020 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას რატომ ეწინააღმდეგებოდა.

"როცა ის ლაპარაკობს არაფორმალურ მმართველობაზე და ვიღაცის გაგდებაზე პარტიიდან, რომ თურმე დავით კეზერაშვილი სთხოვდა, მაშინ გვითხრას ნიკა მელიამ რატომ ხვდება კობა ნაყოფია დავით კეზერაშვილს და რამდენიმე კვირის წინ რატომ ჰქონდათ შეხვედრა, ანუ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობდნენ? და თუ დავით კეზერაშვილს უნდოდა კობა ნაყოფიას გაგდება პარტიიდან, მაშინ დღეს კობა ნაყოფია რატომ ხვდება მას? - გაგვცეს პასუხი.

და მეორე მთავარ კითხვაზე გაგვცეს პასუხი - 2020 წელს რატომ იყო მიშა სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურის წინააღმდეგი ენმ-დან? რატომ იყო, რომ ნიკა მელიას არ უნდოდა მიშა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ენმ-დან. ამაზე გასცეს საზოგადოებას პასუხი და რატომ იმუქრებოდა, თუ მიშა სააკაშვილი იქნებოდა პრემიერობის კანდიდატი ენმ-დან, პარტიიდან წასვლით?" - ამბობს ხაბეიშვილი. 

შეგახსენებთ, ენმ-ის მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიაში მიმდინარე პროცესების უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

 „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მელიასა და ხაბეიშვილის გარდა, კენჭს ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძეც იყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics