23:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 16:28:08, 867 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

თავდაცვის უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები.

შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics