11:25 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 12:03:17, 790 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს

შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს,- ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე სამძიმარს უცხადებს შინაგან საქმეთ მინისტრ ვახტანგ გომელაურაც და სროლის შედეგად დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს.

დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!

ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- წერს კალაძე.

ცნობისთვის, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ პირი, რომელიც აივნიდან გასროლას ახორციელებდა, ყოფილი სამხედროა და თავდაცვის სამინისტროში 2006-2021 წლებში მუშაობდა. 

თავდამსხმელმა, სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, თვითლიკვიდაცია განახორციელა. 

გამნაღმველებმა შემთხვევის ადგილზე მუშაობა დილის 6 საათზე დაასრულეს. ტერიტორია ამ დროისთვის უსაფრთხოა და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics