|
2023-01-19 15:36:13, 860 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ სხვა, ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი
"ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "ჭორებს არის აყოლილი", რის გამოც არ აინტერესებს, თუ რა ექნება სათქმელი. ვოლსკიმ აღნიშნული განცხადება ფონ დერ ლაიენის CNN-თან ინტერვიუს საპასუხოდ გააკეთა და ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებად აღიქვა. "თვითონ საკითხი რომ დაისმება, წინასწარ მოლაპარაკებულს ჰგავს. მე არ მაინტერესებს ფონ დერ ლაიენია თუ ნებისმიერი სხვა, თუ კუბილიუსი, როდესაც ჩვენს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი და პირიქით, არა თუ ჭორებს არის აყოლილი, არამედ ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, მე ვალდებული ვარ და თქვენც ვალდებულები ხართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დაიცვათ“, - განაცხადა ვოლსკმა. ცნობისთვის, გუშინ CNN-ის ჟურნალისტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობაზე ჰკითხა. ჟურნალისტმა მაგალითად მოიყვანა საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელიც რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში ეხმარება. ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ არის გვერდის ავლის მცდელობები, რასაც არ შეეგუებიან.
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)