11:26 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 23:52:44, 1058 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არის სერიოზული ძალა, რომელსაც მიზნად აქვს საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები

არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველო ჩართოს უკრაინაში მიმდინარე ომში და ამას ისინი სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით ცდილობენ, - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც ჟურნალისტმა ტყუილ სტატიაზე დაყრდნობით დაუსვა კითხვები, რასაც საფუძვლად ედო თითქოს ფაქტი, იმის შესახებ, რომ დასანქცირებულ რუსეთში პროდუქტი საქართველოს გავლით შეედინება.

მან დასძნა, რომ, როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ძალა, რომელსაც ინტერესი აქვს, საქართველოს შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება კი იყოს ერთადერთი - ესკალაცია, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევს.

„ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა იყო გუშინ. CNN-ზე ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ჩართვა იყო, სადაც CNN-ის ჟურნალისტი The New York Times-ში გამოქვეყნებულ ფეიკ-სტატიაზე დაყრდნობით უსვამს კითხვას ურსულა ფონ დერ ლაიენს, რასაც საფუძვლად უდევს თითქოს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ რუსეთში შეედინება სანქცირებული პროდუქტები.

ეს ხომ CNN-ია და არა „ტვ პირველი“ ან „მთავარი არხი“ - „ნაცმოძრაობის“ ჯიბის ტელევიზიები. როდესაც CNN-ზე ასეთი მასშტაბის ტყუილი ჟღერდება, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაც სერიოზული ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, საქართველოს ხელოვნურად შეუქმნას პრობლემები. მიზანი შეიძლება იყოს ერთადერთი - ესკალაცია და საბოლოო ჯამში ამ ესკალაციის მიზანი უნდა იყოს მეორე ფრონტი“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics