|
2023-01-17 15:54:29, 848 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამოსავალი რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალებაა
გამოსავალი არის ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის პროცესი მიზანმიმართულად ჭიანურდება, რაც დეპუტატის აზრით, იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, "საქმის ბოლომდე მიყვანა" გადაწყვიტა. "ნაცვლად პროცესების დაჩქარებისა, ვხედავთ, რომ აჭიანურებენ მიზანმიმართულად პროცესებს და შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილს, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ყველაფრიდან და ეს არის საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები. რევოლუციური ცვლილებებისა და ქვეყნის გადმოტრიალების გარეშე - იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უკვე გადაატრიალა ეს ქვეყანა რუსეთისკენ - არაფერი არ გამოვა. ამიტომ, მე მოვუწოდებ ყველას, რომ მოვემზადოთ მობილიზებისთვის, მოვემზადოთ მოქმედებისთვის, მოვემზადოთ ბრძოლისთვის იმიტომ, რომ ბრძოლის გარეშე, ჩვენს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი და მისი კრიმინალური "ოცნება" გახდის რუსეთის გუბერნიად. ჩვენ ბრძოლის გარდა, არაფერი არ დაგვრჩენია. პრეზიდენტის თავისუფლებისთვის, ჩვენი და ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის ბუნებაში სხვა გამოსავალი არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გამოსავალი არის ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებები და ქვეყნის გადმოტრიალება იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე გადაატრიალეს რუსეთისკენ მოღალატეობრივმა "ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)