12:20 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 13:14:40, 814 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს კობი სააკაშვილზე - თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე ოპერაცია სჭირდება, თუ ისინი დროულად არ ჩატარდება ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას,- ამის შესახებ ნობელის პრემიის ლაურეატმა ექიმმა ჯეიმს კობმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში უცნაურ პოზიციაში გადაჰყავთად, სადაც დააზიანეს მისი კისერი.

„ის გადაყავდაც ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში უცნაურ პოზიციაში, სადაც დააზიანეს მისი კისერი.

მე უკვე ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში აღმჩენილი ართრიტი შესაძლოა იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი, ვერცხლისწყალი და ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას.

მას აქვს სერიოზული პრობლემა და ვფიქრობ, რომ კისრის და მარცხენა სახსრის პრობლემა ყველაზე სერიოზული და მტკივნეულია.სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერსა და მარცხენა მხრის სახსარზე, ასევე ოპერაცია მენჯ-ბარძაყზე. თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება ის ვერ შეძლებს გამართულად სიარულს და მოძრაობას“,- განაცხდა კობმა

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხება. გარდა ამისა, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარე, მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრის მიზნით, შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics