13:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 17:08:02, 894 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიაზე - რა უნდა ამ კაცს - დაანგრია პარტია, ჩამოშალა

დაანგრია პარტია და ჩამოშალა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობის კიდევ ერთ კანდიდატთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში აღნიშნა, ხალხს "საღათას ძილისა და კომენტატორობის" ნაცვლად, მოქმედება და ცვლილებები სჭირდება.

"მელიას შეხვედრა ნახეთ ბათუმში? 30-40 კაცი იყო თავმოყრილი. ჩემი შეხვედრა ნახეთ, ვიდეოც მიდევს  სოციალურ ქსელში - 400 ბათუმელი იყო. ხელვაჩაურში 400 ადამიანს შევხვდი. ხულოში ვარ, ქედასა და შუახევში. მე პირდაპირ გეტყვით, რაში იღებს მონაწილეობას პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა ამ კაცს. დაანგრია პარტია და ჩამოშალა. აჭარაში არ არის ნამყოფი, გასტროლიორივით რამდენჯერმე შემორბენით არის აქ ნამყოფი. შეხვედრაზე 400 კაცი ბათუმში რომ მოვიდა, 400 ხელვაჩაურში და ასობით ადამიანს ხულოსა და ქედაში ვხვდები და ხალხს ცვლილებები უნდა, რისთვის იყრის კენჭს? რომელ პარტიაში უნდათ ამ ადამიანებს არჩევნების მოგება, ნუ გამაგიჟებენ. სადაც ჩავედი - ხაშურსა და გორში ნამყოფი არ არის. ახლა არჩევნები რომ დაიწყო, კი გაახსენდათ სხვადასხვა რეგიონი. ეს ხალხი არანაირ კომუნიკაციაში არ არის ამომრჩეველთან - ასე უნდათ ოლიგარქის დამარცხება? შეიცვლება ეს ყველაფერი. ეს პარტია დაუბრუნდება "ნაციონალურ მოძრაობას" და არა იმ ხალხს, ვინც ლევან ვარშალომიძეს ემიჯნება. ცოტა ხანში მიშასაც გაემიჯნებიან და იტყვიან, ხაბეიშვილის უკან მიხეილ სააკაშვილი დგასო... ამ ხალხს უნდა მოქმედება, ამ ხალხს უნდა მოძრაობა და ვისაც საღათას ძილი და კომენტატორობა უნდა, აქვს არჩევანი. პარტიული ინფრასტრუქტურა დაანგრია, ჩამოშალა ამ კაცმა [ნიკა მელიამ] და დღეს ამბობს, თავმჯდომარე კიდევ მე უნდა ვიყოო. ის ხულოში, ქედასა და შუახევში ნამყოფი არ არის. ხულოში რომ ვიკითხე, პარტიის თავმჯდომარე აქ თუ ყოფილა-მეთქი, სიცილით მოკვდნენ. ის პარტიის აქტივს არ ელაპარაკება და ხალხს დაელაპარაკება, მათ ბედს გადაწყვეტს და რუს ოლიგარქს გააგდებს? მე ვაპირებ კოალიციის გაკეთებას ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან - მიშას მხარდამჭერებთან, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, მელიასა და ხაბეიშვილის გარდა, კენჭს ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძეც იყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics