13:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 19:11:06, 1199 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა და 70%-იანი ზრდა გვაქვს

"ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს.", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სომხეთში ვიზიტისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით. მან დასძინა, რომ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით, მაქსიმალურად
უნდა გამოიყენოს.

 „მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადაცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე. იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics