14:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 17:06:14, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს გაუწევს საქართველო ანგარიშს, რომ სააკაშვილი გადაარჩინონ

უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველომ ანგარიში, რომ გადაარჩინონ ადამიანი, -  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიურად და სამართლებრივად, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს.

"ისინი დაინტერესდნენ დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს, რამდენ ხანში შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რა შეუძლიათ გააკეთონ, დაინტერესებულები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ და ჩვენც ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბატონი ზელენსკის პოზიცია, რაც მან გააჟღერა ოფიციალურად, განვახორციელოთ ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ვახტანგი - ეკლესიაში ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ ახალი რეფორმები გატარდება
სამების ტაძარში სინოდის გაფართოებული კრება მიმდინარეობს
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics