15:44 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-05 13:18:46, 976 ნახვა

პოლიტიკა
მურუსიძე სააკაშვილზე - ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას

ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ განახადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაფერს ამბობს, რადგან საქმეს სასამართლო იხილავს.

"საქმე იხილება სასამართლოში. მე როგორც მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ სასამართლო მიიღებს სწორ და კანონიერ გადაწყვეტილებას",- განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვაზე პირველი სხდომა ჩატარდა.

პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომდევნო პროცესი 9 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics